უკრაინის უშიშროების სამსახურმა „როსნეფტის", „გაზპრომისა" და „როსატომის" აქტივები დააპატიმრა

უკრაინის სასამართლომ „როსნეფტის“, „გაზპრომისა“ და „როსტომის“ კუთვნილი, უკრაინული კომპანიების აქტივები დააპატიმრა. აქტივების მთლიანმა ღირებულებამ ორ მილიარდ გრივნაზე მეტი (70 მილიონ დოლარზე მეტი) შეადგინა. ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) იტყობინება.

SBU-ს ინიციატივით დაპატიმრება დაეკისრა 11 საწარმოს კორპორაციულ უფლებებსა და უძრავ ქონებას, რომელთა საბოლოო ბენეფიციარები ეს სამი რუსული სახელმწიფო კორპორაცია აღმოჩნდა.

„ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების დროს დადგინდა, რომ ამ საწარმოების მოგების ნაწილი წავიდა რუსეთის ფედერაციის აგრესიული ომის მომზადებასა და ჩატარებაზე უკრაინის წინააღმდეგ, ასევე დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფების საქმიანობის დასაფინანსებლად", - ნათქვამია უკრაინის უშიშროების სამსახურის განცხადებაში.

2022 წლის მაისის ბოლოს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ხელი მოაწერა კანონს, რომელის თანახმააც რუსეთის სამხედრო აგრესიის მომხრე პირთა ქონებისა და აქტივების სახელმწიფოს სასარგებლოდ კონფისკაციაა შესაძლებელი.